ახალი ამბები

პოლიციამ ცრემლსადენი გაზით დემონსტრანტები დღეს ანკარაშიც დაარბია [ფოტო]

16 ივნისი, 2013 • • 1455
პოლიციამ ცრემლსადენი გაზით დემონსტრანტები დღეს ანკარაშიც დაარბია [ფოტო]

აღნიშნულის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი სტამბოლში, ტაქსიმის მოედანზეც გამოიყენეს. 

აქტივისტებმა დემონტრანტებს მოუწოდეს კვლავ დაბრუნბოდნენ იმ ადგილს, საიდანაც ისინი შაბათს საღამოს გააძევეს.  თუმცა მოედანთან პოლიციის მჭიდრო კორდონია მობილიზებული. 

ოფიციალური პირების განცხადებით, მოედანზე ვერ შეიკრიბებიან, რადგან, მათი თქმით, დემონსტრანტების შეკრება უსაფრთხო არ არის. სტამბოლის გუბერნატორის განცხადებით, უსაფრთხოების სამსახურის ორი თანამშრომელი იარაღითაა დაჭრილი. BBC–ის წყაროს განცხადებით კი, 16 ივნისის კვირაღამე ერთ–ერთი ყველაზე საშინელი ღამე იყო იმ 18 დღის მანძილზე, რაც თურქეთში საპროტესტო ტალღაა დაწყებული.

შეტაკებები პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის გუშინ, გვიან ღამით დაიწყო და დღესაც გაგრძელდა. 

დღეს ასევე პრემიერ–მინისტრ ერდოღანის მხარდამჭერებიც შეიკრიბნენ.  BBC–ი წერს, რომ ათი ათასობით ადამიანი შეიკრიბა ერდოღანის სიტვით გამოსვლის მოსასმენად. 

“ხალხი აქაა, სად არიან მოროდიორები”?–მღეროდნენ შეკრებილები. 

ერდორანის ერთ–ერთმა მხარდამჭერმა როიტერს განუცხადა: “ჩვენ ვართ ჩუმი უმრავლესობა და არა ის უმაქნისები, რომლებიც ჩვენს შეშინებას ცდილობენ”.

ეს უკვე მეორე აქციაა, რომელიც ერდოღანის მრდასაჭერად გაიმართა. გუშინ მან პირობა დადო, რომ გაანადგურებს მის ოპონენტებს მომავალ არჩევნებში. 

ხვალ ორმა მთავარი პროფკავშირთა  ჯგუფმა  “Kesk and Disk” ხალხს მოუწოდა ქვეყნის მასშტაბით გაიფიცნონ და ასე გააპროტესტონ პოლიციის ძალადობა. 

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების განცხადებით, პროტესტის დაწყებიდან 5 000 ადამიანი დაშავდა, 4 კი დაიღუპა. 

პროტესეტი გეზი პარკის რეკონსტრუქციის გამო დაიწყო, თუმცა მოგვიანებით იგი  ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ მძლავრ დემონტრაციად იქცა. 

ფოტო: როიტერი
ფოტო: როიტერი


ერდოღანის მხარდამჭერები ფოტო: როიტერი
ერდოღანის მხარდამჭერები ფოტო: როიტერი

მასალების გადაბეჭდვის წესი