ახალი ამბები

სააკაშვილი: სიამოვნებით ჩავახუტებ ახალ მთავრობას საქართველოს მეგობრებთან

16 ივნისი, 2013 • • 1002
სააკაშვილი: სიამოვნებით ჩავახუტებ ახალ მთავრობას საქართველოს მეგობრებთან

“ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოში თითქმის 50% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობდა, დღეს ეს ჩამოსულია 20 %–ზე. ჯერ კიდევ ძალიან მაღალია, მაგრამ თუკი ყოველი მეორე იყო შიმშილის პირობებში, ეს დღეს ეს არის ყოველი მეხუთე, რომელსაც ყოველდღიური შემოსავლის სერიოზული პრობლემა აქვს. თუმცა ჩვენ ასევე შემოვიტანეთ სოციალური დახმარებები, რაც მანამდე პრაქტიკულად არ იყო. საქართველოში ერთიანი ეროვნული პროდუქტი ვარდების რევოლუციის შემდეგ 5 მილიარდი დოლარი იყო. მე მილიონები და მილიარდები არ მიშოვია, მაგრამ საქართველოს ერთიანი ეროვნული  პროდუქტი 5 მილიარდიდან 16 მილიარდამდე გაიზარდა.  საქართვლომ დამატებით იშოვა 11 მილიარდი დოლარი იმისათვის, რომ უკეთესად გადაანაწილოს თავის მოქალაქეებზე. ვარდების რევოლუციის შემდეგ შობადობა ორჯერ გაიზარდა, მაგრამ ბავშვთა და ქალთა სიკვდილიანობა სამჯერ შემცირდა. ეს არის უტყუარი მონაცმები, რომელიც საერთასორისო ორგანიზაციებს აქვთ, რამდენად სწრაფად განვითრდა საქართველო”– განაცხადა მან.

 

პრეზიდენტის განცხადებითვე, კარგი იქნება, შემდეგმა მთავრობამ აღნიშნული ტენდენცია  გააგრძელოს. მისივე თქმით, წინსვლის შედეგად  ყველა კონტინენტზე გაჩნდნენ მეგობრები, რომლებმაც საქართველო, როგორც წარმატებული ქვეყანა, ისე იციან.

 

“ამიტომ ამ კონტინენტებზე, რომლებთანაც ვმეგობრობთ, რუსეთმა ვერ შეძლო აფხაზეთისა და ცინვალის რეგიონის უკანონო აღიარება სწორედ იმის გამო, გარდა იმისა, რომ მე პიროვნულად დავუმეგობრდი ამ ხალხს, ჩვენ პატივისცემა გვაქვს როგორც ქვეყანას.  უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ გვქონდა წარმატებები და შემდეგი მთავრობები სულ უფრო მეტად წარმატებული უნდა იყოს. ეს არის ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის გარანტია. ჩვენ გვჭირდება მეტი კონტაქტები , მეტი ურთიერთობა მათ შორის, რაც მე აღარ ვიქნები პრეზიდენტი და, ვთქვათ, ამ ხალხთან პიროვნული ურთიერთობა მე მაქვს, მაგრამ მე სიამოვნებით გავუზიარებ ახალ მთავრობას ამას, გავაცნობ ამ ხალხს,  ჩავახუტებ ამ ხალხთან იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა წავიდეს წინ, იყოს მხარდაჭერილი და მის მიმართ არსებობდეს სიმპათია”– განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

 

კონფერენციის გახსნამდე მიხეილ სააკაშვილი პირისპირ შეხვდა FAO-ს გენერალურ მდივანს ჟოზე გრაციანო დასილვას. ვიზიტის დაწყებისას აეროპორტში მიხეილ სააკაშვილს FAO-ს ხელმძღვანელობა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღონია, საქართველოს ელჩი იტალიაში და რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კარლო სიხარულიძე და სხვები დახვდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი