ახალი ამბები

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ჰასან როუჰანიმ გაიმარჯვა

16 ივნისი, 2013 • • 986
ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ჰასან როუჰანიმ გაიმარჯვა

ადამიანები შეიკრიბნენ თეირანში, რათა ახალ პრეზიდენტს მისალმებოდნენ, რომლის განცხადებითაც მან  ზომიერ გამარჯვებას მიაღწია და არა ექსტრემიზმს. 50 მილიონი არჩევნებში  მონაწილეობის უფლების მქონე მოქალაქისგან 72%-მა ხმა მისცა, რათა აჰმადინეჯადის მემკვიდრე აერჩია. 

 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კი განაცხადა, რომ მზადაა პირდაპირ ჩაერთოს  ირანთან სადავო ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. 

 

ირანში უზენაესმა ლიდერმა აიათოლამ უკვე მიულოცა ახალ პრეზიდენტს გამარჯვება. 

 

“მოვუწოდებ ყველას, დაეხმაროს პრეზიდენტს და მის მთავრობას, რადგან ის ერის პრეზიდენტია”–განაცხადა მან.

 

აიათოლა 3 აგვისტოს არჩევნებს ხელს მოაწერს და ახალი პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ფიცს დადებს. 

 

ჰასან როუჰანიმ დასავლეთთან მეტი ჩართულობის პირობა დადო და განაცხადა რომ:

 

“ეს გამარჯვება სიბრძნის, ზომიერების და სიმწიფის გამარჯვებაა  და არა ექსტრემიზმი”– თუმცა მან ასევე მოუწოდა მსოფლიოს, “აღიარონ ირანის უფლებები”

 

“ერი, რომელიც დემოკრატიის და ღია დილოგიის მომხრეა, ირანელ ხალხთან პატივისცემით და ისლამური რესპუბლიკის უფლებების აღიარებით უნდა საუბრობდეს”– განაცხადა მან. 

მასალების გადაბეჭდვის წესი