ახალი ამბები

წულუკიანი: კანონპროექტზე, რომელიც დისკრიმინაციის აღმოფხვრას ემსახურება, მუშაობა დავასრულეთ

15 ივნისი, 2013 • • 1000
წულუკიანი: კანონპროექტზე, რომელიც დისკრიმინაციის აღმოფხვრას ემსახურება,  მუშაობა დავასრულეთ

“იუსტიციის სამინისტროში დავასრულეთ მუშაობა კანონპროექტზე, რომელიც დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას ემსახურება საქართველოში. რამდენიმე დღის წინ მინისტრების წარმომადგენლებთან და მინისტრებთან ერთად  ეს კანონპროექტი განვიხილეთ და მთავრობა მივესალმებით, რომ ამგვარი კანონი არსებობდეს. ახლა მთავარია კონსულტაციები ვაწარმოოოთ კანონპროექტის გაუმჯობესების მიზნით არასამთავრობო სექტორთან”– განაცხადა წულუკიანმა. 

 

დღევანდელი კონფერენცია საქართველოს პარლამენტის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზატორობით გამართა.  გახსნით სესიაზე გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკმა მიმართა. კონფერენციაში  საქართველოს პარლამენტის, აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი