ახალი ამბები

მიკაილ კადიევისა და რიზვან ომაროვს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

15 ივნისი, 2013 • • 895
მიკაილ კადიევისა და რიზვან ომაროვს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

“თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკამაყოფილა ბრალდებულების მიკაილ კადიევისა და რიზვან ომაროვის მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენების თაობაზე. ბრალდების მიერ წარმოდგენილი იქნა შუამდგომლობა ბრალდებულების მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა -შენახვისათვის და არა, როგორც მედიასაშუალებებში იქნა გავრცელებული, ტერორისტული აქტის მცდელობისათვის. 

 

აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლო გაეცნო საქმეში წარმოდგენილ მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა- განმარტებები და მიუხედავად იმისა, რომ ბრალდბულებს ბრალად ედებათ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, რომელიც სასჯელის ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 6 თვიდან 3 წლამდე ვადით,  მიიჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან ბრალდებულები არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, შესაბამისად, მათ გააჩნიათ კავშირები საზღვარგარეთ, არ აქვთ საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, ჩხრეკვისას ამოღებული იქნა კადიევის სახელზე გაცემული სავარაუდოდ ყალბი პასპორტი, ამდენად არსებობს მათი მხრიდან მიმალვის საფრთხე”.–განაცხადა სპიკერ მოსამართლემ.  

 

შეგახსენებთ, რომ  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათ მომზადების სტადიაზე აღკვეთეს ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა.

 

“კერძოდ, საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის, შს სამინისტროს სხვა ოპერატიული დანაყოფებისა და საქართველოს პროკურატურის მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობის ფარგლებში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დღეს, გამთენიისას, ქ.თბილისში დაკავებული იქნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები- მიკაილ კადიევი და რიზვან  ომაროვი, რომელთა დროებითი საცხოვრისიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება (სავარაუდოდ, პლასტიდი) და ელექტროდეტონატორები, აგრეთვე, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია.”– ნათვამია 13 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში. 

 

წინასასამართლოს სხდომა 31 ივლისს გაიმართება. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი