ახალი ამბები

დაგეგმილი ცვლილებებით, პრემიერი პარლამენტის თანხმობის გარეშე მინისტრებს ვერ შეცვლის

15 ივნისი, 2013 • • 996
დაგეგმილი ცვლილებებით, პრემიერი პარლამენტის თანხმობის გარეშე მინისტრებს ვერ შეცვლის

“გადავდივართ შემდეგ ნაბიჯზე და ვაბალანსებთ პარლამენტსა და პრემიერს შორის ურთიერთობაში. ამ ცვლილებების შემდეგ პრემირ–მინისტრს არ ექნება ის უფლებები, რომელსაც სააკაშვილი, როგორც ჩანს, თავისთის ამზადებდა, და პრემიერ–მინისტრი ვერ შეცვლის მინისტრებს პარლამენტის თანხმობის გარეშე. მთავრობის 1/3–ით განახლების შემთხვევაში  იგი პარლამენტს უნდა წარუდგინონ დასამტკიცებლად, რაც ძალინ მნიშვნელოვანი ამბავია” – განაცხადა უსუფაშვილმა. 

 

მისივე განცხადებით, იმ მოდელით, რომელიც სააკაშვილისთვის იყო გამზადებული, პრემიერ–მინისტრს ჰქონდა უფლება პარლამენტის გარეშე კანონი მიეღო. 

 

“ჩვენ ამ მექანიზმზ ვაუქმებთ და ვამბობთ, რომ პარლამენტია კანონმდებელი, პარლამეტის თანხმობის გარეშე არ შეიძლება პროექტს კანონი ეწოდოს” – განაცხადა უსუფაშვილმა, 

მასალების გადაბეჭდვის წესი