ახალი ამბები

ახალაიას მხარდამჭერი აქციის მონაწილე დააკავეს [Video]

15 ივნისი, 2013 • 2034
ახალაიას მხარდამჭერი აქციის მონაწილე დააკავეს [Video]

პროკურატურასთან ერთდროულად ორი სხვადასხვა აქცია მიმდინარეობდა: აქციას მართავდნენ ახალაიას მხარდამჭერები, ასევე, მოქალაქეების ჯგუფი, რომლებიც ითხოვდნენ სკვერების და პარკების საკითხებთან დაკავშირებით თბილისის მერის – გიგი უგულავას დასჯას. ამ აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ – სერგო კიღურაძემ რუპორით გააკეთა განცხადება: “როგორი კრიმინალიც არის ბაჩო ახალაია, ისეთივე კრიმინალია გიგი უგულავაც და უნდა დაისაჯოს”, რასაც მოჰყვა ორი აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება.

 

ადგილზე იყო პოლიცია, რომელმაც შეძლო სიტუაციის განმუხტვა, რომ კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში არ გადაზრდილიყო, თუმცა მოგვიანებით მათ ჩქვანავა დააკავეს.

 

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ბაჩო ახალაიას ადვოკატები – მალხაზ ველიჯანაშვილი და გიორგი ონიანი, რომლებმა პოლიციის მოსთხოვეს განემარტათ, თუ რა მუხლის საფუძველზე მოხდა ჩქვანავას დაკავება, რაც პოლიციელებმა უპასუხოდ დატოვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი