ამის შესახებ ინფორმციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილი ახალგაზრდებთან ღიად განიხილავს განათლების სისტემაში მიმდინარე მოვლენებს და სტუდენტთა მოსაზრებებს მოისმენს.
“ყველამ, ვისაც სურს შეხვედრაზე დასწრება, გთხოვთ, 16 მაისის 23:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე event@president.gov.ge გამოგვიგზავნოთ თქვენი სახელი, გვარი და სასწავლებლის დასახელება. შეხვედრაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს, რომელიც ზემოთ მითითებულ დრომდე გაივლის რეგისტრაციას. მსურველებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და სტუდენტური ბარათი.”– ნათვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსნებთ, რომ 14 ივნისს სტუდენტებმა და ლექტორებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილებმა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები გააპროტესტეს.





