ახალი ამბები

რატომ სურს საპარლამენტო უმრავლესობას კონსტიტუციის შეცვლა

14 ივნისი, 2013 •
რატომ სურს საპარლამენტო უმრავლესობას კონსტიტუციის შეცვლა

საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის ერთი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის დასაკავებლად მოქალაქეობის ერთნაირი ცენზი უნდა დაწესდეს. გარდა ამისა, ცვლილებები  შეეხება მთავრობის დანიშვნის წესსაც:

 

“კონსტიტუციური ნორმა, რომელიც ოქტომბერში უნდა ამოქმედდეს, პრემიერ-მინისტრს აძლევს უფლებას, რომ პარლამენტის ნებართვის გარეშე გაათავისუფლოს და დანიშნოს მთავრობის წევრები, რაც წარმოადგენს ნონსენსს. ეს კიდევ ერთი კარგი მაგალითია იმისა, რომ სააკაშვილი თავისთვის იმზადებდა პრემიერ-მინისტრის პოსტს ახალი კონსტიტუციური რედაქციით”, – აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.

 

მისივე თქმით, ცვლილება უნდა  შეეხოს კონსტიტუციის კიდევ ერთ მუხლს.  აღნიშნული ნორმა ჯერჯერობით კონსტიტუციიდან  ამოღებული არ არის, მაგრამ ზაქარია ქუცნაშვილი მასზე წარსულ დროში საუბრობს:

 

“ახალი რედაქციით, რომელიც ოქტომბერის თვეში უნდა ამოქმედეულიყო, პრემიერ-მინისტრს ეძლეოდა უფლება პარლამენტის თანხმობის გარეშე დაემტკიცებინა კანონი. ეს იყოს სუპერპრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებები. ჩვენ ეს შევამცირეთ და ვაპირებთ წინასწარ შევცვალოთ, რომ პარლამენტის თანხმობის გარეშე პრემიერ-მინისტრს არც მთავრობის წევრების დანიშვნის უფლება ჰქონდეს, არც კანონის მიღების უფლება. ეს კიდევ ერთი სამხილია იმისა, რომ სააკაშვილი თავის თავზე ირგებდა პრემიერ-მინისტრის პოსტს.”

 

ქუცნაშვილი განმარტებას კონსტიტუციის იმ ნორმაზეც აკეთებს, რომელიც ასევე ოქტომბერში უნდა ამოქმედდეს  და რომლის მიხედვით საკონსტიტუციო უმრავლესობა 100 ხმიდან 113-მდე უნდა გაიზარდოს. დეპუტატი აცხადებს, რომ უმცირესობას უმრავლესობის  შანტაჟის საშუალება არ უნდა ჰქონდეს:

 

“მიგვაჩნია, რომ 2/3 სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ  ქვეყნის ძირითადი კანონი მიღებული იყოს. ჩვენ მარტო არსებულ კონიუნქტურაზე არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული და მეორე, არც შანტაჟს არ უნდა ვექვემდებარებოდეთ უმცირესობის მხრიდან. ეს არის მათთვის ინსტრუმდენტი დამატებითი შანტაჟირებისთვის, რასაც ისინი დღეს ახორციელებენ, როდესაც პროტესტის ნიშნად ტოვებენ დარბაზს. უფრო სწორად, იმის შიშით, რომ უმცირესობიდან ვინმემ ხმა არ მისცეს გადაწყვეტილებას, ამით ფაქტიურად აკონტროლებენ იმას, რომ 95 ხმაზე მეტი ხმა არ დაფიქსირდეს რეალურად ტაბლოზე. ფიზიკურად თუ ადამიანი არ არის, სურვილიც რომ ჰქონდეს, ის ხმას ვერ მისცემს და ამით აშანტაჟებენ თავისი უმცირესობის წევრებს”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი