“ბატონო დავით, როგორც ცნობილია, 2007 წლიდან ფუნქციონირებს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“, რომელიც ძირითადად შემეცნებითი, კულტურული და პატრიოტული გადაცემებით გამოირჩევა.
„ერთსულოვნებას“ დადებული ჰქონდა ხელშეკრულება ტელე-კომპანია „ევრიკასთან“ და ამ ხნის მანძილზე ყიდულობდა მათ სიხშირეს. 2013 წლის 1 მაისს ხელშეკრულების ვადა გავიდა და ეს ურთიერთობაც შეწყდა, ამიტომ ჩვენი ტელევიზია იძულებული გახდა ე.წ. საკაბელო მაუწყებლობაზე გადასულიყო, რასაც შეზღუდული გავრცელების და მოსახლეობის გაჭირვების გამო მაყურებელთა 40% ვერ იღებს, არადა ხალხში დიდი სურვილია აღნიშნული არხის ყურებისა. ჩვენ ვიცით, რომ მარეგულირებელ კომისიას თავისუფალი სიხშირე არა აქვს, მაგრამ თუ არის შესაძლებელი, პარლამენტის დავალებით, აღნიშნულმა კომისიამ რომ გამოყოს დამატებითი სიხშირე, ეს იქნება დიდი დახმარება ჩვენთვისაც და ხალხისთვისაც. გთხოვთ თქვენს შესაძლო თანადგომას,” – ნათქვამია პატრიარქის წერილში.
ტელეკომპანია “ევრიკას” ეთერით, რომლის საშუალებითაც ადრე საპატრიარქოს არხი “ერთსულოვნება” გადაიცემოდა, ამჟამად ტელეკომპანია “მაესტრო” გადის.
