ახალი ამბები

პრემიერ–მინისტრი დევნილებს და ეკომიგრანტებს დახმარებას დაპირდა

14 ივნისი, 2013 •
პრემიერ–მინისტრი დევნილებს და ეკომიგრანტებს დახმარებას დაპირდა

საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ საქართველოს პრემიერ–მინისტრი დევნილებს და ეკომიგრანტებს გაესაუბრა. ეკომიგრანტებს სასამრთლოსთან მდებარე სკვერში კარავი აქვთ გაშლილი და ხელისუფლების ყურადღების მიქცევას ცდილობენ.

 

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ეკომიგრანტებს უთხრა, რომ მაქსიმუმ ერთ კვირაში მათ პრობლემას მოაგვარებს. დევნილებს კი ბოდიში მოუხადა და განუცხადა, რომ გადახედავს ბათუმში, “თამარის დასახლებაში” დევნილებისათვის ბინების გადაცემის საკითხს და შესაძლებელია თუ არა იმ უბანში ბინით დაკმაყოფილდნენ ის ადამინებიც. 

ბიძინა ივანიშვილი ბათუმში
ბიძინა ივანიშვილი ბათუმში

 

ბიძინა ივანიშვილმა დევნილებს განუცხადა, რომ ბათუმში მომავალ კვირას ჩავა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, რომელიც ადგილზე გაეცნობა სიტუაციას და დევნილების მდგომარეოაბს შეისწავლის. 

 

შემდეგ პრემიერმინისტრი მედიას  გაესაუბრა  და განახადა, რომ წუხს დევნილების მდგომარეობით. მისი თქმით, დევნილებს ეკუთვნით სახელმწიფოსგან დახმარება, რომელსაც აუცილებლად მიიღბენ. 

 

ასევე, ბიძინა ივანიშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო უნდა იყოს ძლიერი და მის უფლებამოსილებაში არავინ არ უნდა ჩაერიოს. 

 

დევნილები პრემიერთან შეხვედრით კმაყოფილნი დარჩნენ და ბიძინა ივანიშვილი ტაშით გააცილეს.

 

ბიძინა ივანიშვილი არჩილ ხაბაძესთან ერთად აჭარის მთავრობის სახლში შევიდა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი