ამის შესახებ ცნობილი დღეს, 14 ივნისს გამართულ სხდომაზე გახდა. გიორგაძემ განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, თუმცა განცხადებაში არაფერია ნათქვამი კანდიდატურის მოხსნის მიზეზებზე.
მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის დარჩენილ სამ კანდიდატს (ქეთევან ბექაური, ნინო ნიშნიანიძე და მერაბ ჩიქოვანი) დღეს უყრიან კენჭს. მათ გარდა კენჭს მეორედ უყრიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს.