აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის გამზირზე ჯაჭვი შეკრეს, ისინი გზის გამოყოფ ხაზზე დგანან, რათა მოძრაობას ხელი არ შეუშალონ.
აქცია რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. მონაწილეების განცხადებით, ისინი რამდენიმე წუთში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსკენ გაემართებიან და აქციას იქ გააგრძელებენ.
აქციას გამოეხმაურა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი:
“მისასალმებელია, როდესაც სტუდენტები აქტიურობენ და ღიად აფიქსირებენ საკუთარ აზრს, სასურველი იქნებოდა უფრო სიღრმისეულად ჩაიხედოს ყველამ იმ ცვლილებებში, რომელიც ხორციელდება, თუმცა თავისთავად კარგია აზრის გამოხატვა, ეს დემოკრატიის ნაწილია”, – განაცხადა მარგველაშვილმა ტელეკომპანია “იმედთან” საუბრისას.