ახალი ამბები

აშშ–ში გენის დაპატენტების წინაღმდეგ გადაწყვეტილება გამოიტანეს

13 ივნისი, 2013 •
აშშ–ში გენის დაპატენტების წინაღმდეგ გადაწყვეტილება გამოიტანეს

აშშ–ში მოქმედმა კომპანია Myriad Genetics–მა, რომელიც გენეტიკურ კვლევებს აწარმოებს, ადამიანის ორგანიზმში აღმოაჩინა ორი გენი BCRA-1 და BCRA-2, რომელთა მუტაცია იწვევს მკერდისა და საკვერცხეების სიმსივნეს. Myriad Genetics სასამართლოსგან ითხოვდა, რომ აღმოჩენის გამო სწორედ მას მოეპოვებინა აღნიშნული გენების პატენტი.

 

აშშ–ის ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა კომპანიის მოთხოვნა დააკმაყოფილეს, თუმცა უზენაესმა სასამართლომ ცალსახად განაცხადა, რომ ადამიანის გენი ბუნებრივი წარმონაქმნია და არ შეიძლება მისი დაპატენტება.

მასალების გადაბეჭდვის წესი