ახალი ამბები

ცესკოს წინასწარი შედეგებით, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძემ გაიმარჯვა

22 ოქტომბერი, 2017 • 2738
ცესკოს წინასწარი შედეგებით, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძემ გაიმარჯვა

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ცესკოს წინასწარი შედეგებით,“ქართული ოცნების” კანდიდატმა კახა კალაძემ გაიმარჯვა. მან ხმების 51.06% მიიღო, მეორე ადგილზე გავიდა დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი – 17.46%.

მესამე ადგილზეა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ ზაალ უდუმაშვილი – ხმების 16.53%. “ევროპული საქართველოს” კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ ხმების 7.13 % მოაგროვა, ხოლო პატრიოტთა ალიანსის კანდიდატმა ირმა ინაშვილმა – 3,02%.

ეს არის თბილისში არსებული ყველა, 737 უბნის  შედეგები.

21 ოქტომბერს, საქართველოში საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები გაიმართა. ამომრჩევლებმა 64 საკრებულოს 2058 წევრი და 64 მერი აირჩიეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი