ახალი ამბები

სააკაშვილი: 1990–იან წლებში 5 ბოთლი კონიაკით იცავდნენ დისერტაციას

13 ივნისი, 2013 •
სააკაშვილი: 1990–იან წლებში 5 ბოთლი კონიაკით იცავდნენ დისერტაციას

“ბევრი ახალი კადრი მოვიდა. მაგალითად, ვიღაცამ დაამთავრა მაგისტრატურა ამერიაკში სამართლის დარგში, ვიღაცას აქვს დამთავრებული, სიტყვაზე, კრასნოიარსკის იურიდიული ფაკულტეტი და იქ დაიცვა დისერტაცია. ხომ ყველამ ვიცით, როგორ იცავდნენ დისერტაციას 90–იან წლებში? 5 ბოთლი კონიაკით. რას გვეუბნება დღეს სახელმწიფო? 5 ბოთლი კონიაკით ვისაც აქვს სადოქტორო დაცული, ვთქვათ, რუსეთში, უფლება აქვს ასწავლოს და ვისაც აქვს მხოლოდ მაგისტრატურა დამთავრებული კოლუმბიის უნივერსიტეტში, როგორც მე, არ აქვს უფლება. ახალი წესები ეს არის”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

მისი თქმით, ძალიან ბევრი პროფესორია საქართველოში, რომლებსაც პატიოსნად, თავიანთი შრომის შედეგად აქვთ მოპოვებული პროფესორის ხარისხი, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც “5 ბოთლი კონიაკი ჩაქონდათ კრასნოიარსკში”.

 

მიხეილ სააკაშვილი შეეხო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ვიზების გამკაცრების საკითხსაც. მისი თქმით, ვიზების გამკაცრების შედეგად ვერ ჩამოვლენ სტუდენტები აფრიკიდან და აზიიდან, რომლებიც თავიანთი გადახდილი ფულით არჩენენ  ქართველ პროფესორებს და ასევე, ეს იძლევა ქართველი სტუდენტებისთვის გადასახადის დაწევის საშუალებას. 

მასალების გადაბეჭდვის წესი