კალაძე: მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს თანაგუნდელებს და ოპონენტებს

“ძალიან ემოციური დღეა ჩემთვის,” – ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების კანდიდატი კახა კალაძე ეგზიტპოლის შედეგებს, რომლის მიხედვით მან თბილისის მერის არჩევნებში პირველივე ტურში გაიმარჯვა.

კალაძის თქმით, “პატივი უნდა ვცეთ ცესკოს, რომელიც დათვლის ხმებს”.

“თუმცა ჩვენ ვიცოდით, რომ გავიმარჯვებდით, ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო. მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ჩემს თანაგუნდელებს და ოპონენტებს. ძალიან ბევრი შრომა იყო, თუმცა უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებელი, ძალიამ ბევრია პრობლემები, რომლებსაც სჭირდება მოგვარება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

22751086_1611079382246902_1171429606_o

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი