“სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები ითხოვდნენ დიალოგს ხელისუფლებასთან იმ პრობლემებზე სასაუბროდ, რომელიც დღეს მათ აწუხებს და გვინდა, რომ ყველა ეს საკითხი დღევანდელ შეხვედრაზე იქნას განხილული. აქ დაისმება ის საკითხები, რომლებიც ბოლო დღეებში ვითარდებოდა სამთაწყაროში. ასევე, საუბარი შეეხება ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებსაც, რომელიც კვლავ აქტუალური რჩება. რამდენიმე რელიგიური გაერთიანება საკუთარი ქონების დაბრუნებას ითხოვს,” – განაცხადა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა.
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, ის არ გამორიცხავს, რომ განსახილველი საკითხები კანონდმებლობასაც შეეხოს:
“ეს საკითხები შეიძლება ეხებოდეს კანონმდებლობას, მაგრამ, მე ვფიქრობ, ძირითადად, ბოლო დროს სამთაწყაროში განვითარებულ საკითხებს შეეხება. მე მინდა პირადად მათგან მოვისმინო ხედვა ამ საკითხების გადაჭრის, რომ სამართალდამცველებმა უკეთესდ შევძლოთ მათთან თანაშრომლობა,” – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
შეხვედრას, ასევე, ესწრება ტარიელ ნაკაიძე, “ქართველ მუსლიმთა კავშრის” ხელმძრვანელი, რომელიც სამთაწყაროში განვითარებულ მოვლენებზე საუბარს აპირებს შეხვედრის დროს:
“სამი კვირის განმავლობაში სამთაწყაროში ქართველ მუსლიმებს ლოცვის საშუალება არ ეძლევათ, ჩვენ გვინდა, რომ ამ საკითხზე ვისაუბროთ დღეს. დიდი იმედი გვაქვს ამ დიალოგის,” – განაცხადა ნაკაიძემ.





