ახალი ამბები

ცესკო: ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათისთვის 36.7%–ია

21 ოქტომბერი, 2017 • 2632
ცესკო: ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათისთვის 36.7%–ია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათის მდგომარეობით 36.7% -ია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით არჩევნებზე 1 262 809 ამომრჩეველი მივიდა. რაც შეეხება ამომრჩეველთა რაოდენობას, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 440 123 ამომრჩეველია.

“12:00 საათისთვის ყველზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა რაჭა -ლეჩხუმში- 53 %, ყველზე დაბალი შიდა ქართლში – 31 %, თბილისში კი აქტივობა 34.7 %-ს შეადგენს, –განაცხადა ანა მიქელაძემ.

დღეს, 21 ოქტომბერს, საქართველოში საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები იმართება. ამომრჩევლები 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი