ახალი ამბები

ცესკო: ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 საათისთვის 29% – ია

21 ოქტომბერი, 2017 • 1649
ცესკო: ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 საათისთვის 29% – ია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 საათის მდგომარეობით 29.84% -ია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით არჩევნებზე 1 026 430 ამომრჩეველი მივიდა. რაც შეეხება ამომრჩეველთა რაოდენობას, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 440 123 ამომრჩეველია.

“12:00 საათისთვის ყველზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა რაჭა -ლეჩხუმში- 46.2 %, ყველზე დაბალი შიდა ქართლში – 25.4 %, თბილისში კი აქტივობა 27.7%-ს შეადგენს, –განაცხადა ანა მიქელაძემ.

დღეს, 21 ოქტომბერს, საქართველოში საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები იმართება. ამომრჩევლები 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი