„დღევანდელმა დაკავების ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ბოლო დროს ტერორისტული საფრთხის შემცველი ვიდეოერგოლების საქმის გამოძიების საქმის აუცილებლობა. გამოძიება უნდა წარიმართოს ობიექტურად და უნდა წარიმართოს ოპერატიულად, რათა დადგინდეს ამ ვიდეორგოლების წარმომავლობა და დღევანდელმა ფაქტმაც ამის აუცილებლობა კიდევ ერთხელ დაადასტურა.”

 

ისივე თქმით, ტერორიზმის გამოსარიცხად ყველა სახელისუფლებო შტომ კოორდინირებულად უნდა იმუშაოს:

 

ლევან ბეჟაშვილი
ლევან ბეჟაშვილი

“დღევანდელმა ფაქტმა დაადასტურა მნიშვნელობა ამ საკითხის უშიშროების საბჭოს ფორმატით განხილვასთან დაკავშირებით. თქვენ იცით, პრემიერმა უარი თქვა ამ ფორმატში ამ საკითხის განხილვაზე, არ არის ჩემთვის საინტერესო და აქტუალურიო, თუმცა ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მნიშვნელოვანია ყველა სახელისუფლებო შტოს კოორდინირებული მუშაობა, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ტერორისტული საფრთხე, რომელიც ჩვენს ქვეყანას ექმურება.”

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათ მომზადების სტადიაზე აღკვეთეს ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა:

 

“კერძოდ, საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის, შს სამინისტროს სხვა ოპერატიული დანაყოფებისა და საქართველოს პროკურატურის მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობის ფარგლებში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დღეს, გამთენიისას, ქ.თბილისში დაკავებული იქნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები- მიკაილ კადიევი და რიზვან  ომაროვი, რომელთა დროებითი საცხოვრისიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება (სავარაუდოდ, პლასტიდი) და ელექტროდეტონატორები, აგრეთვე, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *