“ყველა სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლს რექტორს უნარჩუნდება კონტრაქტი, და ისტერია, რომ ვინმე ვინმეს ნიშნავს ან ცვლის, არის სრულიად ყურით მოთრეული. რექტორებს აირჩევენ კოლეგა პროფესორები. უნდათ ამაზე გამართონ აქცია და უნდათ იმაზე, რომ მარსზე ზედმეტი გამოსხივებაა. მათი კონტრაქტები არ იცვლება. ერთი დათქმით, ისინი იყვნენ უმაღლესი ხარისხით, მარტივია. ის, რომ ადამიანს არ აქვს უმაღლესი ხარიხსი და ამაში დამნაშავე პოლიტიკური სისტემაა, ეს უკვე სასაცილოა. თურმე პოლიტიკური დევნა ყოფილა ის, რომ ადამიანს ხარისხი არ დაუცვია. თუ ქართულმა ოცნებამ უნდა დაწეროს მათ მაგივრად დისერტაციები? კაცობრიობის ისტორიაში ერთდერთი ფორმატი კვალიფიკაციის დადგენის არის ხარისხი. ეს მოიგონა შუასაუკუნეებში ევროპამ. თუ შაშკინი, ლომაია და ძმანნი მათნი ამბობენ, რომ სხვა სისტემაზე უნდა გადავიდეთ სამეცნიერო ხარისხის აღიარების, მე არ ვიცი. ჩემთვის სხვა სისტემა უცნობია. შუა საუკუნეებიდან დოქტორის ხარისხის პროგრამა არსებობს ევროპაში, უფრო ჭკვიანი ადამიანები რომ განეცალკევებინათ მოსწავლეებისგან. ეს ტრადიცია საუკუნეების მანძილზე ნარჩუნდება და შაშკინის გამო შევცვალო?”- განაცხადა მარგველაშვილმა დღეს, 13 ივნისს, სკოლის დირექტორებთან შეხვედრის დროს,  მედიასთან საუბარში. 

 

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *