ახალი ამბები

CRRC: უმუშევრობა ყველაზე მნიშვნელოვანის საკითხია საქართველოსთვის

13 ივნისი, 2013 • 1418
CRRC: უმუშევრობა ყველაზე მნიშვნელოვანის საკითხია საქართველოსთვის

საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა სამუშაო გარემოსთან დაკავშირებული საკითხებია, როგორიცაა უმუშევრობა, ხელფასის ოდენობა, სამსახურით კმაყოფილება.

 

“საქართველოსა და სომხეთისთვის სამუშაო გარემოსთან დაკავშირებული საკითხები ეროვნული მნიშვნელობის პრობლემებია. აზერბაიჯანში სოციალური საკითხები მეორე ადგილზე, ტერიტორიული სტაბილურობის შემდეგ, ინაცვლებს. უმეტესად მოუგვარებელი ტერიტორიული კონფლიქტების გამო. საინტერესოა, რომ სხვა სოციალური საკითხები (სიღარიბე, პენსია, ინფლაცია) ერთად ვერ გადასწონის სამუშაო ადგილებთან დაკავშირებულ საკითხებს,”– ნათქვამია CRRC–ის ბლოგზე გამოქვეყნებულ მიმოხილვაში.

 

კითხვა შეეხებოდა იმას, “რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის წინაშეც დგას ქვეყანა?” საქართველოს მოქალაქეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის შრომითი ბაზარი (54), სოციალური და ეკონომიკური საკითხები (26%), პოლიტიკური და ტერიტორიული მდგრადობა (12%), კანონის უზენაესობა (3%), ტოლერანტობა და ადამიანის უფლებები (3%), საერთაშორისო ურთიერთობები (2%).

 

საქართველოსა და სომხეთს მსგავსი შედეგი აქვთ. სომეხი მოქალაქეებისთვისაც საკითხების პრობლემურობა თითქმის იმავე თანმიმდევრობით ნაწილდება.

 

აზერბაიჯანისთვის ყველაზე პრობლემური პოლიტიკური და ტერიტორიული სტაბილურობაა (43%), შემდეგ მოდის შრომითი ბაზარი (27%), სოციალური და ეკონომიკური საკითხები (19%), კანონის უზენაესობას უფრო პრობლემურად მიიჩნევენ (6), ვიდრე საქართველოში, ტოლერანტობა და ადამიანის უფლელები (2%) და სართაშორისო ურთიერთობები (1%) კი უფრო ნაკლებად მწვავედ მიაჩნიათ, ვიდრე საქართველოს მოქალაქეებს.

კითხვაზე, “ზოგადად რამდენად ხარ კმაყოფილი თქვენი სამსახურით?” პასუხები ასე გადანაწილდა:

 

 

აღმოჩნდა, რომ სამსახურით კმაყოფილი გამოკითხულთაგან ყველაზე მეტი (70%) აზერბაიჯანში არიან, ყველაზე მეტი უმაყოფილოა (35%) სომხეთის მოქალაქეები, ქართველი გამოკითხულების უმეტესობა (48%) არც კმაყოფილია თავისი სამუშაოთი და არც უკმაყოფილო. ამასთან, ქართველი რესპონდენტების 15% უკმაყოფილოა, 37% -კმაყოფილი თავისი სამუშაოთი.

 

 

CRRC–ის განმარტებით, პასუხები ამიერკავკასიის რესპუბლიკებისთვის სხვა ძირითად კატეგორიებად შემდეგნაირად გადანაწილდა: შრომითი ბაზარი (უმუშევრობა და დაბალი ანაზღაურება), სოციალ–ეკონომიკური საკითხები (ჯანდაცვის სისტემის პრობლემები, სიღარიბე, დაბალი პენსია, უხარისხო განათლება, ფასების ზრდა/ინფლაცია), პოლიტიკური და ტერიტორიული მდგრადობა (პოლიტიკური არასტაბილურობა, მოუგვარებელი კონფლიქტები, უსაფრთხოების ნაკლები გარანტია), კანონის უზენაესობა (კორუფცია, სასმართლოს მიკერძოებულობა, საკუთრების უფლებების დარღვევა, არჩევნების მიმართ უნდობლობა), ადამიანის უფლებები (რელიგიური შეუწყნარებლობა, სამოქალაქო უფლებების დარღვევა), საერთაშორისო ურთიერთობები (“ნატოს” არაწევრობა, რუსეთთან ურთიერთობები).

 

აღმოჩნდა, რომ რაც უფრო მაღალია უმუშევრობა, მით მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ სოციალურ პრობლემებს. CRRC–ის მიაჩნია, რომ ეს მაჩვენებლი ამ ქვეყნებში უმუშევრობის დონესთან მიზეზ–შედეგობრივადააა დაკავშირებული (სომხეთი 19%; 15.1% საქართველო; 5.4% აზერბაიჯანი, მსოფლიო ბანკისა და სავაჭრო ორანიზაციის მონაცემების მიხედვით).

 

რესპონდენტებისგან მიღებულ პასუხებზე გავლენა მოახდინა დასახლების ტიპმაც. დედაქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო სოციალური საკითხები, ვიდრე სასოფლო ტიპის დასახლებებში მცხოვრები ადამიანებისთვის. 

 

“კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” კვლევა 2012 წელს საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ჩაატარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი