აჰმედ იმამკულიევი, “ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატი მარნეულში  აცხადებს, რომ მათ ადგილობრივ აქტივისტს – მაჰმედ ჰუსეინოვს “ქართული ოცნების” კანდიდატი მირქაზიმ იაგუბოვი ფიზიკურად გაუსწორდა.

მისი თქმით, შემთხვევა 58-ე საარჩევნო უბანთან, მარნეულის სოფელ ქვემო სარალში მოხდა.

იმამკულიევის განცხადებით, ევროპული საქართველო მომხდარ ფაქტზე აპირებს, რომ შსს-ს მიმართოს.

თავად აქტივისტი კი, რომელიც ადგილზე იმყოფება, მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ ფიკიზური შეურაცხყოფის შედეგად მას ტანსაცმელი შემოეხია და ყელსაბამი გაუწყდა. აქვე იმყოფება ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *