ახალი ამბები

ბუტა რობაქიძის მეგობრის სასარგებლოდ პროკურატურას 5500 ლარის გადახდა დაეკისრა

13 ივნისი, 2013 • 939
ბუტა რობაქიძის მეგობრის სასარგებლოდ პროკურატურას 5500 ლარის გადახდა დაეკისრა

2004 წლის ნოემბერში, როდესაც ბუტა რობაქიძე მოკლეს, ავტომანქანაში მასთან ერთად იმყოფებოდა გიორგი ქურდაძეც. ავტომანქანა პოლიციამ გააჩერა, რომელშიც მაშინდელი გამოძიების ცნობით და სროლის შედეგად გაირდაიცვალა რობაქიძე.

 

ქურდაძე სამართალდამცავებმა მაშინვე დააკავეს იარაღის უკანონო ტარებისთვის, თუმცა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, მაგრამ ამის შემდეგ არ მომხდარა მისი საქმის არსებითი განხილვა. საქართველოს პროკურატურამ ქურდაძეს ბრალი 2012 წლის დეკემბერში მოუხსნა, როდესაც ჩატარდა ბუტა რობაქიძის საქმის ხელახალი გამოძიება და აღმოჩენილი იქნა ახალი გარემოებები, კერძოდ, ახალი ვერსიით, იარაღი შემთხვევის ადგილზე თავად პოლიციამ მიიტანა.

 

იმის გამო, რომ ქურდაძეს ამ ხნის მანძილზე შეფარდებული ჰქონდა აღკვეთის ღონისძიება, მას ექმნებოდა სხვადასხვა სახის პრობლემი და მიიღო მორალური და მატერიალური ზიანი, მან შესაბამისი სარჩელით მიმართა სასამართლოს, სადაც მის ინტერესებს იცავდა “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” წარმომადგენელი არჩილ ჩოფიკაშვილი. ჩოფიკაშვილის თქმით, 12 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა და პროკურატურას ქურდაძის სასარგებლოდ 5500 ლარის გადახდა დააკისრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი