ცალკეულ შემთხვევებში (მაგალითად, ექსტერნის გამოცდები, საშემოდგომო გამოცდები და ა.შ.) განსხვავებული ვადა მხოლოდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით დადგინდება.
ანაზღაურებადი შევებულებით მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ უკვე მიმდინარე წლის ივლისის დასაწყისიდან ისარგებლონ და სკოლაში არაუგვიანეს 2 სექტემბრისთვის გამომცხადნენ.
აქამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით, მასწავლებლებს ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში არანაკლებ 24 სამუშაო დღის ვადით ეძლეოდათ.
გარდა ამ ცვლილებისა, მინისტრის დღევანდელი განცხადებითვე, ხელფასები გაეზრდებათ არა მხოლოდ პედაგოგებს, არამედ სკოლების სრულ ადმინისტრაციას.
აღნიშნული ცვლილებების შესახებ სკოლის თბილისის საჯარო დირექტორებს პირადად მინისტრმა დღეს, 13 ივნისს, 24-ე საჯარო სკოლაში შეხვედრის დროს გააცნო. მარგველაშვილი განცხადებებს სკოლის დირექტორთა ოვაციები და ტაში მოჰყვა.