ეს თანამდებობა ამ დრომდე ვაკანტური იყო, რადგან არჩილ კბილაშვილს მხოლოდ ერთი, პირველი მოადგილე ჰყავდა ლაშა ნაცვლიშვილის სახით.
გიორგი გაბიტაშვილი 2007 წელს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურებში მუშაობდა სტაჟიორად. 2007-2009 წლებში შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორი იყო. 2009-2010 წლებში შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურში შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსად მუშაობდა. 2010-2011 წლებში გორის რაიონულ პროკურატურაში პროკურორი იყო. 2013 წლის 14 იანვრიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა.