ამასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ დადგენილება დღეს, 12 ივნისს გამოაქვეყნა თსუ–ს ვებგვერდზე.
“საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის, ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის პირადი 2013 წლის 12 ივნისის №16696/02 განცხადების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დაკმაყოფილდეს ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადება პირადი სურვილის საფუძველზე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
ნუგზარ სურგულაძე
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე,
სრული პროფესორი”, – წერია აკადემიური საბჭოს დადგენილებაში.