ახალი ამბები

ნაცმოძრაობა: ივანიშვილი ცდილობს დაამყაროს კონტროლი აკადემიურ სფეროზე

12 ივნისი, 2013
ნაცმოძრაობა: ივანიშვილი ცდილობს დაამყაროს კონტროლი აკადემიურ სფეროზე

ნაციონალური მოძრაობია მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინიტრის მიერ სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის უფლებამოსილების მინიჭებით სრულიად უქმდება სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების ავტონომია:

 

“ამასთან, ცვლილებების პაკეტით, დოქტორანტებს ერთმევათ შესაძლებლობა დაიკავონ ასისტენტ-პროფესორის თანამდებობა. შედეგად, ასეულობით კვალიფიცირებული ახალგაზრდა მეცნიერსა და მკვლევარს მოუწევს პედაგოგიური საქმიანობის მნიშვნელოვნად შეზღუდვა. შეწყდება მრავალი აკადემიური პროგრამა, რაც მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს საგანმანათლებლო პროცესს. აშკარაა, რომ ეს საკანონმდებლო ინიციატივა ნაკარნახევია პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის სურვილით, დაამყაროს პოლიტიკური კონტროლი აკადემიურ სფეროზე”, – ნათქვამია განცხადებაში. აქვე წერია, რომ  „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივები და პოლიტიკა საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემას შევარდნაძის და როინ მეტრეველის ეპოქაში აბრუნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი