ახალი ამბები | სამართალი | , , ,

ალექსი პეტრიაშვილზე თავდამსხმელთან პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა

19 ოქტომბერი, 2017 | | 2220
ალექსი პეტრიაშვილზე თავდამსხმელთან პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა

ყოფილ სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში მსჯავრდებულ ლევან მექვაბიშვილთან პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა და პატიმრობის ვადა შეუმცირა.

როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოდან ნეტგაზეთს უთხრეს, საპროცესო შეთანხმების მიხედვით მექვაბიშვილს შეეფარდა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, აქედან 4 წელი პირობითი მსჯავრი, ხოლო 3 წლით- პატიმრობა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის მაისში მიიღო. მექვაბიშვილს 12 წლით ჰქონდა პატიმრობა მისჯილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2016 წლის 7 მარტს განაცხადა, რომ პოლიციამ ბორჯომში დააკავა ლევან მ, რომელიც “თავისუფალი დემოკრატების” გენერალურ მდივან ალექსი პეტრიაშვილს თავს დაესხა.

ალექსი პეტრიაშვილს 2016 წლის 26 თბერვალს თბილისში, საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. იგი საავადმყოფოდან 8 მარტს გაწერეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის გამოძიებას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით აწარმოებდა (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით).

მასალების გადაბეჭდვის წესი