“იმ ცვლილებებს, რომელსაც ვატარებთ, არ არის რეფორმა, ეს არის მოსამზადებელი პერიოდი იმისთვის, რომ განხორციელდეს რეფორმა. ჯერ იურიდიული საკითხები და მენეჯმენტის დალაგება უნდა მოხდეს,”- პასუხობს მარგველაშვილი ნეტგაზეთის კითხვაზე გია დვალის ჯგუფის მიერ მომზადებული კონცეფციის დანერგვის შესახებ.
კანონპროექტის მიხედვით, “უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორობის კანდიდატად შეიძლება განისაზღვროს პირი, რომელიც ფლობს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს და აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ პირობებს.”
მარგველაშვილის განმარტებით, აღნიშნული ცვლილებები უნივერსიტეტების ავტონომიას, პროფესორების ხელფასების გაზრდასა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანაზე პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა 11 ივნისს იმსჯელეს. კომიტეტმა ხმათა უმრავლესობით მთავრობის ინიცირებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.