შენონ რიჩარდსონი ეპიზოდურ, ზომბის როლს ასრულებს პოპულარულ ამერიკულ სერიალში “მოსიარულე გვამები”(The Walking dead), ასევე ასრულებს სტუდნეტის როლს “ვამპირის დღიურებში”.

 

პრეზიდენტისა და ნიუ–იორკის მერისთვის რიცინით მოწამლული წერილის გაგზავნის გამო შენონ რიჩარდსონს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. როგორც FBI აცხადებს, 35 წლის მსახიობმა რამდენიმე დღის წინ დარეკა აღნიშნულ უწყებაში და განაცხადა, რომ რიცინით მოწამლული წერილი პრეზიდენტსა და ნიუ–იორკის მერს მისმა ქმარმა, ვეტერანმა სამხედრომ, 33 წლის ნათანიალ რიჩარდსონმა გაუგზავნა.

 

FBI-მ მალევე გამოარკვია, რომ მომწამვლელი წერილის ავტორი და გამგზავნი სწორედ შენონ რიჩარდსონი იყო. სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ მსახიობა ქმარზე შურისძიება გადაწყვიტა, რადგან ისინი გაყრას აპირებდნენ.

 

შენონ რიჩარდსონი 5 შვილის დედაა, რომელთაგან ყველაზე უფროსი 16 წლისაა, გარდა ამისა, ის ორსულადაა. 35 წლის მსახიობი ამერიკული საზოგადოების ყურადღების ცენტრში რამდენიმე წლის წინაც მოექცა, როცა ლეიკემიით დაავადებული მოზარდისთვის ძვლის ტვინი უსასყიდლოდ გაიღო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *