ახალი ამბები

პუტინი: ჩვენ მზად ვართ საქართველოსთან ურთიერთობებისთვის

12 ივნისი, 2013 •
პუტინი: ჩვენ მზად ვართ საქართველოსთან ურთიერთობებისთვის

“მე უკვე ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, როგორია რუსეთის პოზიცია. ვფიქრობ, საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა დიდი შეცდომა დაუშვა, ამის შესახებ ბევრჯერ გვქონდა საუბარი, მგონია, რომ ამას ის არ უარყოფს. მე ვეუბნებოდი, მიხაილ ნოკოლაევიჩ, ოღონდ არ დაუშვათ სისხლისღვრა. ის მპირდებოდა, რომ არ დაუშვებდა ამას, მაგრამ ეს ყველაფერი ომით დასრულდა,”- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა სატელევიზიო ეთერში.

 

პუტინის თქმით, ევროპაში, აშშ-ში და საქართველოში ბევრი მიიჩნევს, რომ ყველაფერში დამნაშავე რუსეთია, თუმცა, რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ეს ბრალდებაა.

 

“ნებისმიერ ობიექტურ დამკვირვებელს ესმის, რომ რუსეთი არაფერ შუაშია. ეს ეთნოკონფლიქტები გრძელდება არა ათეულობით წელი, არამედ ასეულობით უკვე. ამის შესახებ საქართველოში უნდა იცოდნენ მე-19, 21-ე საუკუნეების მოვლენების შესახებ, ადამიანთა ურთიერთობების შესახებ. საქართველო, როგორც ის თვლის, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად იბრძვის, ეს არის საკითხი, რომელიც ძალიან ყურადღებით განხილვას ითხოვს.”


პუტინის განცხადებით, აუცილებელია, რომ კონფლიქტი იმ ხალხის გადაწყვეტილებით მოგვარდეს, რომელიც კონფლიქტურ რეგიონებში ცხოვრობს.


რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს ახალი ხელისუფლების რუსეთთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ხედავს ხელისუფლებისგან ნაბიჯებს. 


“მაგალითად, სოჭის ოლიმპიადში გეგმავს საქართველო მონაწილეობას მიღებას, ასევე, ვხედავთ სხვა შემხვედრ ნაბიჯებს და ამას ვაფასებთ. ჩვენ მზად ვართ ურთიერთობებისთვის, მზად ვართ ამ ურთიერთობების აღდგენისთვის. ჩვენ ბევრი რამ გვაკავშირებს, კულტურა, რელიგია. მაგალითად, საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს შევხვდი. ის ძალიან კეთილი ადამიანია, ნამდვილი ქართველია, შეხვედრის განმავლობაში ის სულ საქართველოზე და ქართველების ინტერესებზე საუბრობდა.”

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი