ახალი ამბები

ალასანიამ სამხედროების კვების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი დაითხოვა

11 ივნისი, 2013 •
ალასანიამ სამხედროების კვების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი დაითხოვა

შესაბამისად, როგორც ალასანია ამბობს, ქართველი სამხედროების კვების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი თანამდებობიდან გათავისუფლებულია. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც  მე-3-ე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე  სამხედრო მოსამსახურეების მოწამვლის ფაქტი დაფიქსირდა.

 

მისივე თქმით, ასევე, მოხდება “ქართული კვების კომპანიის” მენეჯმენტის სტრუქტურის ცვლილება.

 

აღნიშნული შპს უზრუნველყოფდა შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა კვებას. 

 

ამ ეტაპზე შემოწმების სტადიას 11 სამხედრო მომსამსახურე გადის, რათა დადგინდეს, რამ გამოიწვია მათი მოწამვლა.

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით: “მიუხედავად იმისა, რომ ფართო მასშტაბიანი სახე ამ ფაქტს არ აქვს, მე მივიღე შესაბამისი გადაწყვეტილებები. ჩემთვის და მთელი თავდაცვის სამინისტროსთვის, ჯარისკაცის კვებით უზრუნველყოფა არის იგივე, რაც საკუთარ ოჯახში, საკუთარი შვილი უზრუნველყო საკვებით. აქედან გამომდინარე, ეს არის უმთავრესი პრიორიტეტი და შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნა უკვე მიღებული.”

 

ამ საქმესთან დაკავშირებით გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება. მოკვლევის დასრულების შემდეგ მიღებული იქნება გადაწყვეტილება კონკრეტული პირების პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი