მინდა დაგიდასტუროთ, რომ ამ ვიდეოს წარმოშობას არაფერი აქვს საერთო თალიბებთან. ის ატვირთულია საქართველოდან. IP მისამართი უკვე იდენტიფიცირებულია, ადგილმდებარეობა დადგენილია, ამჟამად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, რომელშიც ჩართული არიან ეფ-ბი-აი და ისრალის მხარე,”- განაცხადა ღარიბაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
ის ასევე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის იმ წარმომადგენლის განცხადებებს, რომლებმაც შსს მიმდინარე გამოძიების ნელი ტემპის გამო გააკრიტიკეს.
მინისტრის განცხადებით, ამ ადამიანებს ან საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ, თუ რა არის გამოძიება, ან მათი განცხადებები პიარზე გამიზნულია და არაკომპეტენტურია.
ღარიბაშვილის თქმით, გავრცელებული ვიდეოს მიზანი საზოგადოებაში პანიკის დათესვა იყო.
შს მინისტრმა უშიშოროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თავად სხდომის ფორმატზეც ისაუბრა და მისი ეფექტურობა ეჭვქვეშ დააყენა. მისი თქმით, ის, როგორც მთავრობის წევრი, პატივს სცემს ყველა ინსტიტუციას, მაგრამ აცხადებს, რომ ის არ არის ეფექტური, ვინაიდან სხდომაზე “მხოლოდ გარკვეული ინფორმაციის მოსმენა და ამბების მოყოლა მიმდინარეობს.”