ახალი ამბები

პრეზიდენტი: იმედი მაქვს საბჭოს შემდეგი შეხვედრები უფრო წარმომადგენლობითი იქნება

11 ივნისი, 2013 •
პრეზიდენტი: იმედი მაქვს საბჭოს შემდეგი შეხვედრები უფრო წარმომადგენლობითი იქნება

“ეს არის ის ფორმატი სადაც ყველანი უნდა დავდგეთ პიროვნული ემოციების, ანტიპათიების, თუნდაც პიროვნული ზიზღის და დაპირისპირების ზემოთ იმიტომ, რომ საქმე ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

უშიშროების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტის მიერ წარმოთქმული შესავალი სიტყვის ამსახველ ვიდეომასალას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით,  ეროვნული უშიშროს საბჭოს მორიგ სხდომაზე აისაფის საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილე ქართულ შენაერთებზე განხორციელებული თავდასხმის, ქართველი სამხედროებისა და საქართველოს მოსახლეობის მიმართ მუქარის შემცველი ვიდეოკლიპების გავრცელებისა და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხები განიხილება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი