ახალი ამბები

ფანჯიკიძე: რუსეთის პროვოკაციულ ქმედებას დიპლომატიას დავუპირისპირებთ

11 ივნისი, 2013 •
ფანჯიკიძე: რუსეთის პროვოკაციულ ქმედებას დიპლომატიას დავუპირისპირებთ

მისი თქმით, სოფელ დიცში მიმდინარე პორცესები მის გაკვირვებას აღარ იწვევს:


“ჩვენ ეს აღარ გვიკვირს, ეს პროცესი დაიწყო 2011 წელს. შემდეგ გაგრძელადა 2013 წელს და კულმინაცია იყო ცოტა ხნის წინ. მე კონკრეტული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება დღეს, არ მაქვს. მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს არის გაგრძელება იმისა, რაც ხდებოდა 10 დღის წინ.”

 

მაია ფანჯიკიძე
მაია ფანჯიკიძე

ფანჯიკიძის განცხადებით, საოკუპაციო ზოლზე მიმდინარე პროცესებზე რეაქცია შესაბამისი  იქნება: “ჩვენ შევატყობინებთ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს და თანამეგობრობას და ვეცდებით, რომ აღვკვეთოთ რუსეთის მიერ მავთულხლართების გაბმის და სოკუპაციო ხაზის გადმოწევის მცდელობა. თვის ბოლოს ეს საკითხი იქნება ჟენევის დისკუსიების განხილვის საგანი. იმედი მაქვს, რომ შევძლებთ პროცესის შეჩერებას. თუმცა აქვე მინდა თქვა, რომ ჩვენ არ წამოვეგებით პროვოკაციებს და რუსეთის პროვოკაციულ ქმედებებს, მხოლოდ დიპლომატიურ და მშვიდობიან გზას დავუპირისპირებთ.”

მასალების გადაბეჭდვის წესი