ახალი ამბები

ბეჟაშვილი: ხელისუფლება უმაღლეს სასწავლებლებზე კონტროლის დამყარებას ცდილობს

11 ივნისი, 2013 • • 904
ბეჟაშვილი: ხელისუფლება უმაღლეს სასწავლებლებზე კონტროლის დამყარებას ცდილობს

„სასწავლებლების რექტორების არჩევნები უნდა ჩატარდეს ხელახლა და ახალი არჩევნების შედეგებამდე, ძველები კი არ შეასრულებენ უფლებამოსილებას, არამედ მთავრობის მიერ მოხდება მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა. იმავდროულად, ვადაც არ არის დადგენილი, რა ვადაში და როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები. შეიძლება უნივერსიტეტმა არც მიიღოს ეს გადაწყვეტილება და არც დაამტკიცოს ახალი შემადგენლობა”, – აცხადებს ბეჟაშვილი.


კანონპროექტის მიხედვით, “უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორობის კანდიდატად შეიძლება განისაზღვროს პირი, რომელიც ფლობს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს და აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ პირობებს.” ამას გარდა, პარლამენტში შესული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო “რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგენს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი