ახალი ამბები

პროფესიული განათლების შესახებ კანონში ცვლილებები შედის

11 ივნისი, 2013 • 1085
პროფესიული განათლების შესახებ კანონში ცვლილებები შედის

კანონპროექტის თანახმად, ერთიანი ეროვნული პროფესიული გამოცდების შედეგად დადგინდება, თუ რამდენად არის პირი მზად, აითვისოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.

 

პროფესიულ სასწავლებლებში სწავლის საფასურის მაქსიმალურ ზღვარს საქართველოს მთავრობა დაადგენს. გარდა ამისა, მთავრობა დაადგენს პროფესიული სასწავლებლის დაფინანსების წესსა და პირობებს.

 

ის პროფესიული სასწავლებლები, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ ავტორიზაცია 2013 წელს გაევლოთ, ავტორიზებულად ჩაითვლებიან 2014 წლის სექტემბრამდე. ამ დრომდე სასწავლებლებს ექნებათ უფლება, თავად განსაზღვრონ სტუდენტების ადგილების რაოდენობა “განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან” შეთანხმებით.

 

კანონპროექტის მიღების მიზეზი და მიზანი შემდეგნაირადაა განმარტებული:

 

“კანონპროექტის მიღების მიზეზს/მიზანს წარმოადგენს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის შეცვლის აუცილებლობა. აგრეთვე, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ავტორიზაციის ვადის გაგრძელება”

 კანონპროექტის ავტორი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა. საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი