ახალი ამბები

“ინვესტიცია ადრეულ ასაკში”- სახელმწიფოს ახალი ვალდებულება

11 ივნისი, 2013 • 1182
“ინვესტიცია ადრეულ ასაკში”- სახელმწიფოს ახალი ვალდებულება

“ადრეულ ასაკში ბავშვთა სიცოცხლისა და განვითარების ეროვნულ გეგმასა და კონკრეტულ სტრატეგიაზე, რომელიც საქართველომ 2015 წლამდე უნდა განახორციელოს, კონფერენცია დღეს, 11 ივანისს სასტუმრო რედისონში მიმდინარეობს, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნსეფის), საქართველოს პარლამენტისა და მთვრობის მიერ არის ორგანიზებული. 


დღესვე კონფერენციის მონაწილეებმა უნდა აიღონ ვალდებულება, რომ საქართველოს განვითარების სტრატეგიაში პრიორიტეტი მიენიჭოს ადრეულ ასაკში ბავშვთა სიცოცხლესა და განვითარებას. 


“ახალმა მთავრობამ ქვეყანაში სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელთა შორისაა ჯანმრთელობის უფასო დაზღვევა, სოციალური შეღავათების გაორმაგება და პენსიების გაზრდა. მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, ქვეყანაში უთანასწორობის დონე ერთ-ერთი უმაღლესია ევროპაში. საქართველო ბევრად ნაკლებს ხარჯავს ბიუჯეტიდან განათლებსა და ჯანდაცვაზე, ვიდრე ამ რეგიონის სხვა ქვეყნები და ძალიან ცოტა თანხას ახმარს ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებს სხვა ასაკოვან ჯგუფებთან შედარებით. საქართველომ უნდა გადასინჯოს, თუ როგორი სახის ინვესტიციას ჩადებს მომავალში,  “- განაცხადა საშა გრაუმანმა, იუნისეფის წარმომადგენელმა საქართველოში. 

 

იუნისეფის კვლევების თანახმად, 77 ათასი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და 1,25 აშშ დოლარზე ნაკლებს მოიხმარს დღეში. ხულ წლამდე ასაკის 1000 ბავშვი კვდება ყოველწლიურად, ძირითადად კვების მწვავე დეფიციტის და უხარისხო პერინატალური ზრუნვის გამო. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი