ახალი ამბები

Panama Papers-ის გამოძიებაში მონაწილე ბლოგერი მანქანაში ააფეთქეს

16 ოქტომბერი, 2017 • 4000
Panama Papers-ის გამოძიებაში მონაწილე ბლოგერი მანქანაში ააფეთქეს

მალტაში მცხოვრები ბლოგერი და ჟურნალისტი, რომელიც “გარდიანის” ცნობით Panama Papers-ის გამოძიებაში მონაწილეობდა, მოკლეს. დაფნე კარუანა გალიზია მალტაში, სახლთან ახლოს, საკუთარ მანქანაში აფეთქდა.

“გარდიანის” ინფორმაციით, დაფნე გალიზიას ნამუშევრები მალტის პრემიერ-მინისტრი ჯოზეფ მუსკატის  წინააღმდეგ იყო მიმართული. დაფნე გალიზია ამტკიცებდა, რომ მუსკატი ოფშორული ანგარიშების საფუძველზე იღებდა აზერბაიჯანის ხელისუფლებისაგან დაფინანსებას.

მალტის პრეზიდენტმა თქვა, რომ მომხდარით შოკირებულია. მუსკატის განცხადებით კი, სახეზეა “ბარბაროსული შეტევა”. მალტა გამოძიებაში საერთაშორისო დახმარებას ითხოვს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი