ახალი ამბები

ივანიშვილი: უშიშროების საბჭოს დღევანდელი საკითხები ჩემთვის, მგონი, არ არის საინტერესო

11 ივნისი, 2013 •
ივანიშვილი: უშიშროების საბჭოს დღევანდელი საკითხები ჩემთვის, მგონი, არ არის საინტერესო

“ძალიან მაღლა აიწია ამ თემამ. 8 თვის განმავლობაში არ იკრიბებოდა უშიშროების საბჭო. ჩვენ დავიწყეთ ამაზე ლაპარაკი, რომ თანამშრომლები ღებულობენ ხელფასს და მათ უნდა შეასრულონ სამუშაო. მათ დაიწყეს შეკრება. პირველი ძალიან სასწრაფოდ გააკეთეს, ჩემი რეაქციაც გახსოვთ. მეორე ნორმალურად გააკეთეს, დღის წესრიგიც ვნახე. აისაფის და კლიპი რომ დაიდო, ის საკითხები განიხილება, ჩემთვის, მგონი, არცერთი საკითხი არ არის საინტერესო ამ ეტაპზე, რომ ამ შეკრებაზე წავიდე. მაგრამ იქ მიდის ღარიბაშვილი, ალასანია, ფანჯიკიძე, მას აქვს ყველაზე დიდი ინტერესი და შეკითხვები, რამეთუ გაუგებარია, რატომ არ თანამშრომლობს ის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან,”- განაცხადა პრემიერმა დღეს, 11 ივნისს სასტუმრო რედისონში, სადაც ამჟამად მიმდინარეობს კონფერენცია “ინვესტიცია ადრეულ ასაკში ბავშვთა სიცოცხლესა და განვითარებაში.”

 

პრემიერის თქმით, ალასანიას ექნება შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ “პრეზიდნეტმა ლამის ერთი თვით ადრე განაცადა, რომ ავღანეთში ჩადის. ასევე ღარიბაშვილს ექნება იმ კლიპთან დაკავშირებით საუბარი, რომელმაც აღშფოთება გამოიწვია საზოგადოების.”

 

ივანიშვილის თქმით, თავად ის უშიშროების საბჭოს სხდომაზე მაშინ წავა, როდესაც დარწმუნდება, რომ საბჭოს მხოლოდ შეკრებისთვის არ იკრებება.

 

“შეკრება შეკრებისთვის არ უნდა იყოს. ახლა უნდა დაანახონ საზოგადოებას და აჩვენონ ქვეყანას, რომ  სტურქტურა ქმედითუნარიანია და ქვეყნის უშიშროებაზე ზრუნავენ. მე ჯერ უნდა დავრწმუნდე, რომ ქმედითუნარიანია ეს სისტემა და საკითხები იყოს იქ ისეთი, რომ აუცილებელი იყოს მისვლა.”


საქართველოს პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა დღეს მოიწვია. ოფიციალური ინფორმაციით, დღევანდელი საბჭოს ხდომის საკითხები ავღანეთში ქართული შენაერთის მიმართ განხორციელებული თავდასხმას, ქართველი სამხედროებისა და საქართველოს მოსახლეობის მიმართ მუქარის შემცველი ვიდეოკლიპების გავრცელებასა და მასთან დაკავშირებულ უსაფრთხოებას შეეხება.


 5 ივნისს უკვე გაიმართა უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელსაც პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არ ესწრებოდა.  მისი თქმით,  დღის გრაფიკი მას უკვე გაწერილი ჰქონდა და ამის გამო, “საუბედუროდ”, ვერ მოახერხა უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი