ახალი ამბები

ქართული ღვინის და კონიაკის ექსპორტი რუსეთში 12 ივნისს დაიწყება

11 ივნისი, 2013 •
ქართული ღვინის და კონიაკის ექსპორტი რუსეთში 12 ივნისს დაიწყება

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, “კახეთის ტრადიციული მეღვინეობა”  პირველ  ეტაპზე  რუსეთში ექსპორტზე გაიტანს 21 600  ბოთლ კონიაკს ,,ძველი კახეთი“.


საწარმოდან პროდუქციით დატვირთული  მანქანები 12 ივნისს გაიგზავნება. კომპანიას უკვე აღებული აქვს აქციზები ღვინოზეც და უახლოეს დღეებში 33 000 ბოთლი ღვინის გატანა  იგეგმება.  ივნისის თვეში კომპანია ,,კახეთის ტრადიციული მეღვინეობა“ რუსეთში 130 000  ბოთლი ღვინისა და კონიაკის ექსპორტს  ვარაუდობს.  პროდუქციის ფასი რუსულ ბაზარზე, სავარაუდოდ, 8 დოლარიდან 20 დოლარის ფარგლებში იქნება.

 

ღვინო
ღვინო

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საექსპორტო პროდუქციის ჩამოსხმა მიმდინარეობს.  “დუგლაძეების ღვინის კომპანიაშიც”.    კომპანია  ღვინოს, ცქრიალა ღვინოს და კონიაკს აწარმოებს. პირველ ეტაპზე  რუსეთის ბაზარზე ყველანაირი  სახის  ღვინო და 5 სახეობის კონიაკი (5- წლიანი, 8- წლიანი,12- წლიანი,15- წლიანი და 17- წლიანი) გაიგზავნება. 

 

თვის ბოლომდე კომპანია ,,დუგლაძეების ღვინის კომპანია“  რუსეთში ექსპორტზე 500 000 ბოთლი ღვინისა და კონიაკის გატანას გეგმავს.  ამ  ბაზარზე პროდუქცის ფასი, სავარაუდოდ, 5 დოლარიდან 20 დოლარამდე იქნება. 

 

რუსეთმა ქართულ პროდუქციაზე ემბარგო ოფიციალურად 2012 წლის დეკემბერში მოხსნა. ქართული ღვინის, ჩაის, ციტრუსის და სხვა პროდუქციის ამ ქვეყანაში ექსპორტი 2006 წლის შემოდგომაზე აიკრძალა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი