ახალი ამბები

სავალუტო ფონდი ოთხპროცენტიან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს

10 ივნისი, 2013 • • 924
სავალუტო ფონდი ოთხპროცენტიან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს

ამ დასკვნას სავალუტო ფონდის მისია საქართველოში ვიზიტის შემდეგ აკეთებს. ინფორმაცია სავალუტო ფონდის ვებგვერდზე დღეს განთავსდა.

 

„2010 – 2012 წლის პირველ ნახევარში, საშუალოდ 7 პროცენტით ზრდის შემდეგ ეკონომიკამ შენელება დაიწყო 2012 წლის მესამე კვარტალში. ინფლაცია მკვეთრად შემცირდა 15-დან (მაისი, 2011) 1.7 პროცენტამდე (აპრილი, 2013), რაშიც აისახა გაცვლითი კურსის გამყარების ეფექტი ლაგით და ფასების კლება სურსათსა და ენერგომატარებლებზე (რომელიც მთავრობამ უზრუნველყო. ამავდროულად, შენელდა ადგილობრივი მოთხოვნა“ – ნათქვამია სავალუტო ფონდის დასკვნაში.

 

ეკოლოგია, ეკონომიკა
ეკოლოგია, ეკონომიკა

სავალუტო ფონდის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება, რომელიც სავარაუდოდ გასულ წელს არჩევნებამდე დაიწო, ასახავს პოლიტიკური გაურკვევლობებს და შეფერხებებს ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებაში:

 

„მეზობელ ქვეყნების ეკონომიკური ზრდის შენელებამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა საქართველოს ეკონომიკაზე, თუმცა გასული წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ინვესტორები უკვე იჩენდნენ სიფრთხილეს. არჩევნების შემდეგ ეს სიფრთხილე თითქოსდა გაძლიერდა მთავრობის მიერ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შენელებით, მოსალოდნელზე მაღალი რეალური საპროცენტო განაკვეთებითა და პოლიტიკური დაძაბულობით.“

 
ბიზნესწრეების ინფორმაციით, ძირითადი რეფორმების (თუმცა ბევრ შემთხვევაში სასურველი რეფორმების) გამოცხადება არსისა და განხორციელების დეტალების გახმოვანების გარეშე (მაგ. ჯანდაცვის რეფორმა, შრომის კოდექსი, საპარტნიორო ფონდი და ახალი კერძო საინვესტიციო ფონდები) გაურკვეველს ხდიდა სამთავრობო პოლიტიკას.

 

„თუ პოლიტიკური მდგომარეობა სტაბილურობას შეინარჩუნებს, გაურკვევლობა იკლებს და ბიზნესისთვის მხარდამჭერი ეკონომიკური პოლიტიკა გატარდება. მიმდინარე წლის მეორე ნახევარში საქართველოს ეკონომიკა სწრაფად გაიზრდება. ამ ეტაპზე პროგნოზები ჩვეულზე მეტ გაურკვევლობას ეფუძნება, თუმცა, ჩვენი საბაზისო გათვლებით, ეკონომიკური აქტივობა წლის დარჩენილ პერიოდში სწრაფად გაიზრდება (წლიური ზრდის ტემპი წლის დარჩენილ პერიოდში დაახლოებით 8 პროცენტი იქნება, სეზონურობის ეფექტის გამორიცხვით). პირველ კვარტალში ზრდის დაბალი მაჩვენებლის გათვალისიწნებით, დარჩენილ დროში ზრდის მაღალმა ტემპმა 2013 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ოთხპროცენტიანი ზრდა უნდა უზრუნველყოს. ხოლო 2014 და შემდეგ წლებში ზრდა ისევ 6 პროცენტი იქნება. ამ შემთხვევაში ინფლაცია წლის ბოლოსთვის 1½ პროცენტამდე შეიძლება გაიზარდოს და 2014 წლის დასასრულისთვის დაახლოებით 5 პროცენტს მიაღწიოს“ – ნათქვამია სავლუტო ფონდის დასკვნაში.

 

სავალუტო ფონდის შეფასებით, აღნიშნულ პროგნოზს თავისი რისკები გააჩნია როგორც მატების, ასევე კლების მხრივ. მატების მხრივ: რუსეთის ბაზრის გახსნა და გაზრდილი ინვესტიციების შემოდინება. კლების მხრივ: პარტნიორ ქვეყნებში შენელებული ზრდა და შეფერხებები ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების პროცესში. თუ ქვეყნის ხელისუფლება მონეტარული და ფისკალური პოლიტიკით განსაზღვრულ ზომებს განახორციელებს ქვემოთ მითითებულის თანახმად, და უფრო გასაგებს გახდის ეკონომიკური პოლიტიკის დეტალებს, მაშინ ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება დროებითი იქნება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი