ახალი ამბები

ნარკოტიკების შემოტანისთვის თურქეთის მოქალაქე დააკავეს

10 ივნისი, 2013 • • 1379
ნარკოტიკების შემოტანისთვის თურქეთის მოქალაქე დააკავეს

სამართალდამცველებმა დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალებები: „მარიხუანა“ და 112 აბი „ექსტაზი“ ამოიღეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ამოღებული „მარიხუანის“ საერთო წონა 49,34 გრამია.

 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე (სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით) და საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

მასალების გადაბეჭდვის წესი