ახალი ამბები

შსს–მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო

10 ივნისი, 2013 • • 1517
შსს–მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას დიდი ოდენობით ნედლი მცენარეული მასა ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია “ოპიუმის” შემცველი 2 კგ და 374 გრ დამაძინებელი ყაყაჩო.

 

სამართალდამცავი უწყების ცნობით, ნარკოლოგიურმა შემოწმებამ დაადგინა, რომ ზაქარია ჭ. დაკავებისას ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვა–გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც 8 დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს). გამოძიებას შსს–ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველო აწარმოებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი