ახალი ამბები

რატომ დაიხურა საპატრიარქოს პირდაპირ მდებარე სკვერი [Photo]

10 ივნისი, 2013 • 2411
რატომ დაიხურა საპატრიარქოს პირდაპირ მდებარე სკვერი [Photo]

1271 კვ. მეტრი ფართობის სკვერი საპატრიარქოს საკუთრება ოფიციალურად ჯერ კიდევ 2006 წლის 25 სექტემბერს გახდა. 

 

როგორც საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტში წერია, მისი საპატრიარქოსთვის გადაცემის საფუძველი, “საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქული ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის” კონსტიტუციური შეთანხმებისა და თბილისის მთავრობის 2000 წლის 13 იანვრის დადგენილება იყო. 

 

ბოლო რამდენიმე წელია, სკვერი მოქალაქეებისთვის დახურულია. მისი დახურვის მიზეზს პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი იმით ხსნის, რომ მის დახურვამდე სკვერში ის ადამიანები იკრიბებოდნენ, რომლებიც ბაღის გვერდით არსებულ უპოვართა სასადილოში საკვების მისაღებად მიდიან.

 

“ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც სკვერში სვამდნენ და ანაგვიანებდნენ მას. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება მიეღო საპატრიარქოს. ვფიქრობ, მომავალში სკვერი გაიხსნება და მას დაცვა ეყოლება,”- განმარტავს ბოტკოველი. 

 

სკვერის დახურვის იმავე მიზეზზე საუბრობს იმ სასადილოს თანამშრომელი, სადაც სოციალურად დაუცველები საკვების მისაღებად მიდიან. 

 

“იმის გამო, რომ ჩვენს შენობაში არ არის სასადილო ოთახი, ბევრი ადამიანი იქვე სკვერში გადიოდა საჭმელად, შემდეგ ზოგიერთი მათგანი იქვე სვამდა და ბილწავდა იქაურობას. ეს ყველაფერი საპატრიარქოს და ტაძრის გვერდით ხდებოდა,”- ამბობს სასადილოს თანამშრომელი. 

 

საპატრიარქოს ბაღი
საპატრიარქოს ბაღი

 

საპატრიარქოს ბაღი
საპატრიარქოს ბაღი

 

საპატრიარქოს ბაღი
საპატრიარქოს ბაღი

მასალების გადაბეჭდვის წესი