ზუგდიდში ბიზნესმენი, ლევან ქუჩულორია დაჭრეს. “ნეტგაზეთის” ინფორმაციით, ქუჩულორიას სამეგრელოში თხილის ბიზნესი აქვს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. მომხდარის შესახებ დამატებით დეტალებსა და შესაძლო მოტივზე შსს-ში კომენტარს არ აკეთებენ.

დაჭრილს ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში უკვე ჩაუტარდა ოპერაცია. ის ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. კლინიკის პრესსამსახურის ცნობით, ჯანმრთელობის მდგომარეობა დაზიანებათა შესაფერისია, უფრო კონკრეტულ ინფორმაციას კი ხვალ გაავრცელებენ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *