ახალი ამბები

ივანიშვილის რეზიდენციასთან “ნაცმოძრაობის” აქცია გრძელდება[ფოტო/ვიდეო]

15 ოქტომბერი, 2017 • 2292
ივანიშვილის რეზიდენციასთან “ნაცმოძრაობის” აქცია გრძელდება[ფოტო/ვიდეო]

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან იმყოფებიან. მათ ყოფილი პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის კარზე ივანიშვილის ფოტოებიანი პლაკატები გააკრეს, რომელზეც დატანილია წარწერა- “ფაროსანა”. შეკრებილები სკანდირებენ: “მიშა, მიშა!”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქცია. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქცია. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქცია. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქცია. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქცია. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

რეზიდენციასთან მისვლის შემდეგ, აქციის მონაწილეებს “ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა მიმართა. მან საკრებულოს გადაწყვეტილება ივანიშვილის მიერ მიწების მიტაცებად შეაფასა.

მანამდე, აქციის მონაწილეებმა მსვლელობით გაიარეს რუსთაველის გამზირი, ცოტა ხნით შეჩერდნენ თავისუფლების მოედანზე, შემდეგ კი ივანიშვილის რეზიდენციასთან ავიდნენ.

აქციის მონაწილეები საკრებულოს მიერ 10 ოქტომბერს მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის ძალითაც საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ასოცირებულ კომპანიებს “თბილისი სითისა” და “თაბორი რიზორთს” გადაეცათ 1900 მ2-ის ფართობის მიწის ნაკვეთი თავისუფლების მოედანზე და 4455 მ2-ის ფართობის მიწის ნაკვეთი თაბორის მთაზე.

თაბორზე არებული ნაკვეთის გადაცემას მხარი დაუჭირა საკრებულოს 31-მა წევრმა, 2-მა თავი შეიკავა, ხოლო ერთი წინააღმდეგ წავიდა. პუშკინის სკვერის მიმდებარე მიწის გადაცემას კი მხარი დაუჭირა 29 დეპუტატმა, ხოლო სამი წინააღმდეგ წავიდა. სხდომა საკრებულოს ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად დატოვა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი