ახალი ამბები

ზესტაფონელი მოვაჭრეების აქცია პარლამენტთან

10 ივნისი, 2013 • • 1087
ზესტაფონელი მოვაჭრეების აქცია პარლამენტთან

“ძველ ბაზარში გვქონდა ფართები ნაყიდი, ახლა ახალი ააშენეს და გვეუბნებიან, იქ გადადით და იქირავეთო. არც გამოსყიდვა უნდათ ჩვენი ფართის, არაფერი. ჩვენი მაღაზიები დაგვიტოვონ საკუთრებაში”, – ამბობს აქციის ერთ–ერთი მონაწილე ია ნარჩემაშვილი.

 

მისივე განამრტებით, ზესტაფონის აგრარული ბაზრის დაცლის ვადა მიმდინარე კვირის ოთხშაბათამდე მისცეს. მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ისინი ტერიტორიისა და საკუთარი ფართების დატოვებას არ აპირებენ და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ეკა ბესელიასთა შეხვედრას მოთხოვენ. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი